SeboCalm-ის უმაღლესი ხარისხის სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტებით, ჰიპოალერგიულია და საუკეთესოა მგრძნობიარე კანისთვის. გაწითლებული, გაღიზიანებული კანის, სებორეას, აკნეს და მგრძნობიარე კანის სხვა მდგომარეობების (მათ შორის ალერგიული) მოვლა SeboCalm-ის სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტებთან ერთად პრობლემა აღარ არის.
ისრაელის წარმოების, პრემიუმ ბრენდი 1984 წლიდან არსებობს და ისრაელში ბაზრის 40% უჭირავს. ის 4 ხაზის პროდუქციას აერთიანებს: Classic, Innovation, Young და Baby.
Classic ხაზი შექმნილია მგრძნობიარე, სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის და საუკეთესოა გაღიზიანებული, აქერცვლისკენ მიდრეკილი, პრობლემური კანის სამკურნალოდ. პროდუქცია შექმნილია ბუნებრივი, აქტიური ინგრედიენტებით, სამკურნალო მცენარეებით და უმაღლესი ხარისხის მცენარეული ზეთებით. Classic პროდუქტები აჯანსაღებს, აცოცხლებს და არბილებს კანს.
Innovation პროდუქტების ხაზი საუკეთესოა ცხიმიანი, გამონაყარისკენ მიდრეკილი ზრდასრული კანისთვის. პროდუქტების რეგულარული მოხმარება კანს ათავისუფლებს ჭარბი ცხიმისგან და ჭარბი ცხიმით გამოწვეული ბზინვარებისგან. ხაზი მოიცავს ანტიასაკობრივ პროდუქტებს მგრძნობიარე კანისთვის, რომლებიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. პროდუქცია გამდიდრებულია ვიტამინებით, სამკურნალო მცენარეებითა და ამინომჟავებით, რომლებიც ამკვრივებს და კვებავს კანს.
Young პროდუქტების ხაზი საუკეთესოა ცხიმიანი, გამონაყარისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა კანისთვის. პროდუქტების რეგულარული მოხმარება კანს ათავისუფლებს ჭარბი ცხიმისგან და ჭარბი ცხიმით გამოწვეული ბზინვარებისგან. პროდუქცია გამდიდრებულია ვიტამინებით, სამკურნალო მცენარეებითა და ამინომჟავებით, რომლებიც უვლის და კვებავს ცხიმიან კანს.
Baby პროდუქტების ხაზი სპეციალურად შექმნილია ბავშვის დელიკატური და მგრძნობიარე კანის დასაცავად და გასაძლიერებლად პირველივე დღიდან. სუფთა ზეთები და მცენარეული კომპლექსები დიდი დროის განმავლობაში უნარჩუნებს ბავშვის კანს სიმშვიდეს და იცავს მას ამინდის ცვლილებითა და გარემოს მაბინძურებლებით გამოწვეული ზიანისგან.
*SeboCalm-ის ყველა პროდუქტი ვეგანურია და კომპანია არ ატარებს ცდებს ცხოველებზე.